უკრაინის შს სამინისტრო სეპარატისტებს აფრთხილებს, რომ ძალიან ხისტად იმოქმედებს. უწყება მოუწოდებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს ნუ გამოიყვანენ ქუჩებში ბოევიკებს და თავი დაანებონ შეტაკებების პროვოცირებას.
უკრაინის შს სამინისტრი ყველას ახსენებს, რომ უკრაინის კონსტიტუციის თანახმად მოქალაქეებს აქვთ უფლება იარაღის გარეშე, მშვიდობიანად შეიკრიბონ და თავისი აზრი გამოხატონ. „თუმცა ეს უფელება შესაძლოა მხოლოდ საზოგადოებრივი და ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესების გამო შეიზღუდოს",_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის შს სამინისრო აფრთხილებს ყველას, რომ რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი, როდესაც სახეზე იქნება დესტაბილიზების გამიზნული მცდელობა.
„ეს ეხება უკრაინის ყველა ოლქს, მათ შორის მათაც სადაც ამჟამად მიმდინარეობს სპეცოპერაციები სიტუაციის დარეგულირებისა და სეპარატიზმის დაძლევის მიზნით",_ ნათქვამია განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ ყველას ვინც დაარღვევს კანონს დააკავებენ და ისინი კანონის წინაშე აგებენ პასუხს.