თბილისის გადაყენებული მერი გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. ამის შესახებ განცხადება უგულავა სოციალ ქსელ facebook-ზე წერს.
"ბატონო გიორგი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გაწუხებთ გამომძიებელი გიორგი კვარაცხელია, ხვალ, 11:00 საათზე ხართ დაბარებული საგამოძიებო სამსახურში მოწმის სახით დაკითხვის მიზნით, სისხლის სამართლის 092250613004 საქმეზე, რაც ეხება თბილისის მერიასა და "სითი პარკს" შორის დადებულ ხელშეკრულებებს. მისამართი უნივერსიტეტის ქ. #2ა. ხვალ ზუგდიდში აქცია გვაქვს. მერობის, გამგებლობისა და მაჟორიტარ კანდიდატებს წარვადგენთ. ვერაფრით ვერ მივალ. მერე ნებისმიერ დროს. აბა ხალხს ხომ არ ვაფიქრებინებ, ბოკერიამ გაასწროო", - წერს უგულავა სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები