რუსეთს არ სურს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაონების მიერთება. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
„შეუძლებელი ჩვენ ასეთი სირვილი გვქონდეს. ეს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ეწინააღმდეგება",_ განაცხადა ლავროვმა რუსეთის ტელევიზიის ეთერში.
მისივე თქმით, მოსკოვი ასევე არ განიხილავს უკრაინაში სამშვიდობოების გამოჩენას და ამასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებას.
„არ მიმაჩნია, რომ სამშვიდობოებზე და გაეროს უშიშროების საბჭოს რაღაც გადაწვეტილებებზე უნდა ვისაუბროთ",_ განაცხადა ლავროვმა და აღნიშნა, რომ რუსეთისათვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ხალხთან დიალოგი დაამყაროს.