აშშ-სა და საფრანგეთის სამხედრო გემები - „Donald Cook" და „Dupuy de Lome" შავ ზღვაში შევიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია თურქულ გაზეთ „Sabah"-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
„Donald Cook" - ი აშშ-ს შეიარაღებული ძალების მესამე სამხედრო გემია, რომელოც ბოლო დროის განმავლობაში შავ ზღვაში შევიდა.
აშშ-ს სამხედრო სარდლობის განცხადებით, გემის შავ ზღვაში გაგზავნის მიზეზი ნატოს მოკავშირეების დამშვიდებაა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მონტრეს კონვენციის თანახმად, ქვეყნების სამხედრო გემებს, რომლებთაც შავ ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ მის აკვატორიაში დარჩენის უფლება მხოლოდ 21 დღეღამის განმავლობაში აქვთ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავრივმა ადრე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ-ს სამხედრო გემების ყოფნის ვადა შავ ზღვაში არაერთგზის დარღვეულა.