საბურთალოს რაიონის გამგებელი გია ხუროშვილი მოწმის სტატუსით, ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ საქმის ფარგლებში დაიკითხა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენ"-ს გამგებლის მოადგილე მაკა გიგაურმა განუცხადა, გუშინ, გია ხუროშვილს პროკურატურიდან დაურეკეს და სიტყვიერად აცნობეს, რომ მისი პროკურატურაში დაბარების მიზეზი, მთავრობის საპარლამენტო მდივნად მუშობის პერიოდს ეხებოდა.
საბურთალოს რაიონოს გამგებელი გია ხუროშვილი პროკურატურაში გუშინდელი დაკითხვის შემდეგ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ აკონკრეტებს, რას საქმეს ეხებოდა მისი მოწმის სტატუსით დაკითხვა, თუმცა, ადასტურებს, რომ მას შეკითხვები საპარლამენტო მდივნად მუშაობის პერიოდთან დაკავშირებით დაუსვეს, რაც პროცედურულ განმარტებებსაც მოიცავდა.
"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. დაკითხვა კონსტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ვუპასუხე ყველა იმ საკითხზე შეკითხვას, რაც ჩემთვის ცნობილი იყო", - აღნიშნა გია ხუროშვილმა.
მისი თქმით, თუ გამოძიება კვლავ დაინტერესდება, მზად არის პროკურატურის შეკითხვებს მომავალშიც უპასუხოს.
გია ხუროშვილი მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე 2003-20112 წლებში მუშაობდა. 2013 წლის მარტიდან კი, იგი საბურთალოს რაიონის გამგებელია.