საბურთალოს რაიონის გამგებელს გიორგი ხუროშვილს პროკურატურაში კითხავენ. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გიორგი ხუროშვილის მოადგილემ მაკა გიგაურმა განცხადა ხუროშვილმა პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით შეტყობინა სატელეფონო საუბრის საშუალებით მიიღო და განუმარტეს, რომ რამდენიმე კითხვაზე მოუწევდა პასუხების გაცემა.
გიგაურის განმარტებით, ხუროშვილისთვის არ დაუკონკრეტებიათ რა საკითხებზე მოუწევდა პასუხის გაცემა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ხუროშვილი საბურთალოს რაიონის გამგებლად 2013 წლის მარტიდან მუშაობს. ხოლო მთავარობის საპარალამენტო მდივნის თანამდებობა 2003-2012 წწ ეკავა.