10 აპრილს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი ჯავახიშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) წარმომადგენლებთან მომავალი თანამშრომლობისა და საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოში AFD-ს და PROPARCO-ს (AFD-ს კერძო სექტორის ფრთა) დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შემდეგ შესაძლებელი იქნება რეგიონული ოფისის გახსნა თბილისში და AFD-ს და PROPARCO-ს საქმიანობის განხორციელების გააქტიურება. შეხვედრას დაესწრო საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე.
მასალის გამოყენების პირობები