ანდორაში სამთო კურორტების მე-8-ე საერთაშორისო მსოფლიო კონგრესი მიმდინარეობს, სადაც სიტყვით გამოვიდა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თალებ რიფაი. მან თავის გამოსვლაში სამხრეთ კავკასიაზეც ისაუბრა: „მე მოვდივარ ძალიან ლამაზი ქვეყნიდან, რომელსაც საქართველო ჰქვია. იქ მქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე და მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაზე მზარდი ქვეყანაა ტურიზმის დარგში. მას აქვს უდიდესი პოტენციალი და ახლა სწორედ ის დროა, რომ მთელმა მსოფლიომ საქართველოში განახორციელოს ინვესტიცია. ამ ქვეყნის მიმართ დიდი პატივისცემის და ყურადღების დასადასტურებლად მე ამ კონგრესზე პირველ ოფიციალურ შეხვედრას „გუდაური სქი რეზორთ"-ის ხელმძღვანელთან გავმართავ."
კონგრესს 500-მდე სამთო კურორტის წარმომადგენელი ესწრება.
შეგახსენებთ, რომ თალებ რიფაი 5-7 აპრილს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მან მაღალი რანგის შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ასევე ოფიციალურად გახსნა დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტისადმი მიძღვნილ შემაჯამებელი კონფერენცია.