რუსეთის დელეგაცია არ მონაწილეობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იმ სხდომაში სადაც რუსული დელეგაციის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილება. რუსული დელეგაცია სხდომას „პოლიტიკურ ფარსს" უწოდებს.
„მიგვაჩნია, რომ ეს პოლიტიკური ფარსია და მასში მონაწილეობის მიღება უაზრობაა. ვერ ვხედავთ ვერანაირ აზრს იმაში, რომ ამ ინკვიზიციაში. თუ მათ სურთ ინკვიზიტორების როლის შესრულება, ითამაშონ თვითონ, ხოლო სინამდვილეში კი ჩვენ ახლა განვიხილავთ ღირს კი საერთოდ რუსეთის ამ ორგანიზაციაში დარჩენა",_ განაცხადა რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა.
მასალის გამოყენების პირობები