მთავრობაში საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რა ერქმევა ახალ სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტს მიღებული არ არის. ქვეყნის ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ფონდების ბაზაზე საქართველოს განვითარების ბანკის შექმნა უკვე დაანონსა, თუმცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ახალ ინსტიტუტს ბანკი ერქმევა თუ ისევ ფონდად დარჩება გადაწყვეტილი არ არის.
„საპარტნიორო ფონდი და ასევე სხვადასხვა ფონდი, რომელიც გაბნეულია სამინისტროების ქვეშ, უნდა გაერთიანდეს და მათ ბაზაზე უნდა შეიქმნას ერთიანი, უფრო ეფექტურად მართული საფინანსო ინსტიტუტი. ჯერჯერობით ამაზე ვმსჯელობთ ბანკი დაერქმევა, თუ ისევ ფონდად დარჩება. შესაძლოა განვითარების ბანკი დაერქვას, ან შესაძლოა დაერქვას განვითარების ფონდი - დასახელებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. რაც შეეხება მანდატს, ის იქნება ისეთი, რომ არსებულ საბანკო სისტემასთან არ გადაიკვეთოს. ამ ინსტიტუტმა უნდა დააფინანსოს განვითარების გრძელვადიანი პროექტები, სადაც არის გრძელვადიანი კაპიტალი საჭირო და რა ტიპის პროექტებსაც საბანკო სისტემა, როგორც წესი არ აფინანსებს"- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მინისტრის განმარტებითვე, ამ დროისათვის გადაწყვეტილი არ არის იასევე თუ ვინ უხელმძღვანელებს ახალ საფინანსო ინსტიტუტს.
მასალის გამოყენების პირობები