თბილისში, დღეს დილით გურამიშვილის ქუჩაზე ყაჩაღობა მოხდა. ყაჩაღობა ერთ-ერთ თონეში მოხდა, შეიარაღებულმა პირმა ადგილიდან თანხა გაიტაცა, მცხობელი კი ცივი იარაღით დაჭრა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.