პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ მიმდინარე ეკონომიკური თემები განიხილა და სამომავლო გეგმები დასახა.
საბჭოს წევრებმა საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
აღინიშნა არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. სხდომაზე ასევე იმსჯელეს ტურიზმისა და ექსპორტის ხელშეწყობისთვის საჭირო სამუშაოებზე.