მიმდინარე წლის 9 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები: საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილესთან, მინ ჟუსთან (Min Zhu), სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთან მენო შნელთან (Menno Snel), საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორთან მასუდ აჰმედთან (Masood Ahmed), სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან მარკ გრიფიტთან (Mark Griffiths), აგრეთვე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან ფრანკ ჰემსკერკთან (Frank Heemskerk), ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ლორა ტაკთან (Laura Tuck).
აგრეთვე, გაიმართება მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში, მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოსა (MIGA) და საინვესტიციო კომპანია J.P Morgan-ის წარმომადგენლებთან და სხვა.
ვიზიტი 14 აპრილს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები