მსოფლიოში ცნობილი ბრენდების უახლესი მიღწევის სმარტფონები SAMSUNG GALAXY S5, SONY - T2 ULTRA და HTC ONE (M8) პირველად საქართველოში უკვე „ტექნო ბუმშია". SAMSUNG GALAXY S5 -ის შეძენა მომხმარებელს 1299 ლარად შეუძლია, SONY - T2 ULTRA-ის - 925 ლარად, ხოლო HTC ONE (M8)-ის ღირებულება 1569 ლარია. უახლესი მოდელების შეძენა „ტექნო ბუმის" ქსელში როგორც ნაღდი, ისე გადარიცხვით და განვადებით უკვე შესაძლებელია.
ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი" მსოფლიო სიახლეებთან ერთად უპრეცედენტო გრანდიოზულ გათამაშებასაც გთავაზობთ და გაძლევთ შანსს, მოიგოთ თბილისში 10 ოროთახიანი ბინა, 10 ავტომობილი Mercedes Benz , 1000 სმარტფონი,1000 პლანშეტური კომპიუტერი, 100 სარეცხი მანქანა, 100 მაცივარი , 100 გაზქურა და სუპერ პრიზი -ნახევარი მილიონი ლარი. „ტექნო ბუმის" გათამაშება უპრეცედენტოა როგორც პრიზების რაოდენობით, ასევე მოგების ალბათობის შანსის მიხედვით. ყველა ბილეთი როგორც ყოველთვიურად, ისე ფინალურ გათამაშებაში განმეორებით მონაწილეობს. პირველივე თვიდან თუ შეიძენთ ტექნიკას, 10 შანსი გაქვთ, შემდეგ 9 და ასე შემდეგ. რაც უფრო ადრე შეიძენთ ტექნიკას, მით უფრო მეტჯერ მოგეცემათ გათამაშებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, პირველი გათამაშება ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში 3 მაისს გაიმართება, -აცხადებენ „ტექნო ბუმში".