53-ე საჯარო სკოლაში ჩატარებული გენინსპენქციის დასკვნა პროკურატურაში გადაიგზავნება. ამის შესახებ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ #53-ე საჯარო სკოლის პედაგოგებთან შეხვედრის შემდეგ გააცხადა.
მინისტრის განცხადებით, შენიშვნები რომელიც გენინსპექციას აქვს საკმაოდ სერიოზულია.
"შენიშვნები, რაც გენინსპექციას ჰქონდა, სერიოზულია. ეს ეხება აუქციონის გამოცხადების წესების დარღვევას, საიჯარო ხელშეკრულების მართვის დარღვეულ პროცედურებს, ფინანსურ დარღვევებს და რამდენიმე გადაცდომას ადმინისტრაციული კუთხითაც. შესაბამისად, დასკვნა არის იმდენად კვალიფიციური, რომ მასში აღინიშნება სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები. აქედან გამომდინარე, გადაიგზავნა პროკურატურაში", - განაცხადა განათლების მინისტრმა და აღნიშნა, რომ
სკოლაში შიდა აუდიტი ერთ-ერთი მოქალაქის საჩივრის საფუძველზე შევიდა.