უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ოკუპაციის მეორე ეტაპს ამზადებს.
აგრესიული ქმედებები, რომლებიც უკრაინის მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, აქტივიზაცია სეპარატისტული ძალებისა და რუსეთის მონაწილეობა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებებში მოწმობს იმას, რომ უკრაინის ოკუპაციის მეორე ეტაპის განხორციელება იგეგმება. ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„პროვოკაციების განხორციელებაში ჩართულია დაჯგუფებები, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურები ხელმძღვანელობენ. დივერსიულ საქმიანობას თან სდევს მასშტაბური პროპაგანდისტური კამპანია, რომელიც ცინიკურად ამახინჯებს ფაქტებს, ავრცელებს სიცრუეს, რომელსაც მიზნად აქვს გაამართლოს უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა",_ ნათქვამია განცხადებაში.
მაგალითისათის, უკრაინის საგარეო უწყებას მოჰყავს გავრცელებული ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკული სპეცრაზმი სეპარატისტული მიტინგების დარბევაში მონაწილეობს.
„უკრაინის ე.წ. ფედერალიზაციის იდეა, რომელსაც მოსკოვი გვახვევს თავს სინამდვილეში არა ფედერალიზაცია, არამედ პარალიზებაა ჩვენი სახელმწიფოსი",_ ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები