უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანდრეი სენჩენკო სეპარატისტებს იარაღის დაყრისაკენ მოუწოდებს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, სენჩენკოს განცხადებით, სამართალდამცავები ცეცხლის გახსნის ბრძანებას გასცემენ. ეს განცხადება სენჩენკომ უმაღლეს რადაში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
სენჩენკოს თქმით, ხელისუფლებას უიარაღო მშვიდობიანი პროტესტის საწინაღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა მისივე თქმით, სეპარატისტების ხელში დიდი რაოდენობით იარაღია კონცენტრირებული.
„მათ ვინც ბიტებით ხელში იყვნენ ჩვენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ბიტების გადადება და სამუშაოდ წასვლა ვურჩიეთ",_ განაცდა მან და ხაზგასმით აღნიშნა: „თუმცა ტერორისტების მიმართ იარაღი იქნება გამოყენებული ისე, როგორც ეს მთელს მსოფლიოშია მიღებული".
სენჩენკო ასევე აცხადებს, რომ თუ სეპარატისტები იარაღს არ დაყრიან - მათ ესვრიან.
„თუ ისინი იარაღს არ ჩააბარებენ, სპეცდანაყოფები მიიღებენ ბრძანებას ესროლონ მათ",_ აცხადებს ანდრეი სენცენკო.