2013 წელს აჭარაში 1025 ტონა ჩაის ფოთოლი დაიკრიფა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს იინფორმაციით, 2013 წლის სეზონზე რეგიონში ჩაის ფოთლის წარმოება-გადამუშავებას ახორციელებდნენ შემდეგი კომპანიები: შპს „აგროფირმა ქობულეთი", შპს „აგროექსპორტი", შპს „აჭარა ინვესტ ჩაი", შპს „ნაზირი და კომპანია", შპს „ჩაქვის ჩაი 2007" და შპს „ემირი". სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, საანგარიშო პერიოდისათვის აჭარაში მოკრეფილია 1025 ტონა ხარისხოვანი ჩაის ფოთოლი. აღნიშნული რაოდენობის ჩაის ფოთლის გადამუშავების შედეგად წარმოებულია 102 ტონა ბაიხის ჩაი, 4.5 ტონა დაფასოებული ბაიხის ჩაი, 392 ტონა მწვანე აგურა ჩაის პროდუქცია.