ევროკავშირი ახლოსაა იმ გადაწყვეტილებასთან, რომლის მიხედვითაც ის, შავი ზღვაში „სამხრეთის ნაკადის" პროექტს გაყინავს. როგორც ცნობილია, პროექტის საერთო ბიუჯეტი 30 მლრდ ევროს შეადგენს. ანალიტიკოსების განმარტებით კი „სამხრეთის ნაკადის" პროექტის გაყინვა ევროკავშირის მხრიდან, ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთისთვის სერიოზული პასუხი იქნება. აღნიშნულის გადაწყვეტილების შესახებ, ევროკომისარ ჟოზე მანუელ ბაროზოსა და ბულგარელი პოლიტიკოსების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს „გაზპრომმა" „სამხრეთ ნაკადის" მშენებლობა საზეიმოდგახსნა. პროექტი ითვალისწინებს შავ ზღვაში (რუსეთის შავის ზღვის სანაპიროდანბულგარეთამდე და შემდგომში სახმელეთო მილსადენით ავსტრიამდე) ბუნებრივიაირის მილსადენის მშენებლობას. პროექტი რუსეთს საშუალებას მისცემს, უკრაინისდა პოლონეთის გვერდის ავლით, ევროპას ყოველწლიურად დაახლოებით 63მილიარდი კუბური მეტრი აირი მიაწოდოს.