11 აპრილს, 18:00 საათზე, გალერეა "ბაიაში" იტალიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის ნათია ჯაფარიძის პერსონალური გამოფენა "სივრცე" გაიხსნება.
მხატვრის ნამუშევრებში ცხენი ძირითადი "პერსონაჟია". მისთვის საინტერესოა ადამიანის მიერ მინიჭებული ფუნქციისგან თავისუფალი ცხენი, რომელსაც მხატვარი სულიერი თავისუფლებისკენ ლტოლვის სიმბოლოდ აქცევს. მისი ცხენი სამგანზომილებიანია და უმეტესად მისი ფიგურა რეალისტურია, მაგრამ ის აბსტრაქტულ სამგანზომილებიან სამყაროში მოძრაობს, რომელიც მეოთხე განზომილების გამოხატულებაა და ამ შემთხვევაში კომპიუტერულ სივრცესთან ასოცირდება.
გამოფენა გალერეა "ბაიაში" 16 აპრილამდე გაგრძელდება.