ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მოუწოდებს რუსეთს თავი შეიკავოს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ სიტუაციაში ჩარევისგან.
„აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მოვუწოდებ რუსეთს უკან დაიხიოს",_ განაცხადა რასმუსენმა პარიზში. მისივე თქმით, ნებისმიერი გადაადგილება აღმოსავლეთ უკრაინის მიმარრთულებით, მდგომარეობას სერიოზულად გაართულებს.
„ნებისმიერი გადაადგილება აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის სერიოზული ესკალაციის გამომწვევი შეიძლება გახდეს და არა დეესკალაციის რაც ყველას სურს",_ განაცხადა გენმდივანმა.
„მოვუწოდებთ რუსეთს უკან გაიყვანოს ათობით ათასი სამხედრო, რომელიც უკრაინის საზღვართან დგას და პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს",_ განაცხადა რასმუსენმა.
მასალის გამოყენების პირობები