კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ნიკა რურუას შეფასებით, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები ხვალინდელი თამაშისთვის საუკეთესო მზადყოფნაშია.
"ჩვენი გუნდი საუკეთესო მზადყოფნაშია, თუმცა თამაში ადვილი არ იქნება. ფიზიკურად რუსეთის გუნდიც ძლიერია, თან, ალბათ, ჩვენთან განსაკუთრებული გააფთრებით ითამაშებენ", - განუცხადა რურუამ ჟურნალისტებს ხვალ, თურქეთში, საქართველოსა და რუსეთის რაგბის ეროვნულ ნაკრებებს შორის დაგეგმილ თამაშზე კომენტირებისას.
ამასთან, სპორტის მინისტრი გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ურჩევს, მოსალოდნელ პროვოკაციებს არ აჰყვნენ.
"ადგილზე მობილიზებული იქნება თურქეთის პოლიცია, რათა ხულიგნურ ქმედებებს ადგილი არ ჰქონდეს", - განმარტა რურუამ.