აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ უკრაინის საკითხში სამხედრო ჩარევას არ გეგმავს. კრიზისული სიტუაციის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა ამ დრომდე აშშ-ს პრიორიტეტად რჩება.
„აშშ უკრაინასთან დაკავშირებით სამხედრო ზომების მიღებას არ განიხილავს",_ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიაციალურმა წარმომადგენელმა ჯენიფერ ფსაკიმ.
„არა, ეს გათვალისწინებული არ არის",_ განაცხადა მან კითხვაზე პასუხის გაცემისას აშშ მხოლოდ სანქციებით შემოიფარგლება თუ არა იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებას მიიღებს თუ ამას შესაძლოა „სამხედრო შედეგები" მოჰყვეს.