სააგენტო Informa Economics-მა 2014/2015 წლებისთვის ხორბლის მოსავლის მსოფლიო პროგნოზი 5 მლნ ტონით, 710,8 მლნ ტონამდე შეამცირა. ხოლო რაც შეეხება ხორბლის კულტურის ნათესებს კი ის სააგენტოს პროგნოზით 0,5 მლნ ჰა-თი, ანუ 220,5 მლნ ჰა-მდე შემცირდება.
მიმდინარე სეზონზე მსოფლიოში სულ
712,8 მლნ ტონა ხორბალი შეგროვდა, რომელიც 219 მლნ ჰა-ზე იყო მოწეული.
როგორც ირკვევა, მოსავლის პროგნოზის შემცირება ინდოეთში და აშშ-ში მოსავლის პროგნოზის გადახედვამ განაპირობა. ინდოეთში ხორბლის მოსავლის პროგნოზი მომდევნო სეზონისთვის
108,0 მლნ ტონიდან 104,0 ტონამდე შემცირდა, ხოლო აშშ-ში კი 60,9 მლნ ტონიდან 59,7 მლნ ტონამდე.
მასალის გამოყენების პირობები