გვიან ღამით, ,,საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა დაახლოებით ღამის 10:00 საათზე მოხდა.
ნუცუბიძის და სანდრო ეულის ქუჩების კვეთაზე მდებარე ,,საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალში უცნობი პირი იმ დროს შეიჭრა, როდესაც თანამშრომლები ჯერ კიდევ ბანკში იმყოფებოდნენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მალევე მივიდა საპატრულო პოლიცია, თუმცა თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო.
გატაცებული თანხის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ცოტა ხნის წინ ,,საქართველოს ბანკის" ყაზბეგის გამზირზე მდებარე სერვისცენტრი დააყაჩაღეს.