საქალაქო სასამართლოში ,,ტელეიმედის" და რიყის ტერიტორიის გასხვისების ეპიზოდთან დაკავშირებით თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
პროცესზე ბრალდების მხარე მოწმეებს წარმოადგენს, რომელთანაც კითხვები დაცვის მხარესაც ექნება.
გამოძიება თბილისის ყოფილ მერს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ტელეკომპანია ,,იმედის" და რიყის ტერიტორიის უკანონოდ გასხვისებას ედავება.