კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკა რურუა პრეზიდენტ სააკაშვილისა და მის სატელეფონო საუბარს, რომელიც იმიტირებული "ქრონიკის" სკანდალთან დაკავშირებით გავრცელდა, "ეფ-ეს-ბე"-ს ფაბრიკაციას" უწოდებს.
"ეფ-ეს-ბე"-ს ფაბრიკაციასა და სისულელეზე კომენტარს არ გავაკეთებ", - განუცხადა რურუამ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 13 მარტს გასული მოდელირებული "ქრონიკის" შემდეგ ორი სატელეფონო საუბარი გავრცელდა, მათ შორის ერთ-ერთი პრეზიდენტ სააკაშვილისა და ნიკა რურუას.