რუსეთის დუმაში უკრანის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ძალის შეყვანას არ გამორიცხავენ. განცხადება ამის შესახებ პარტია „ედინაია როსიას" უმაღლესი საბჭოს წევრმა, პოლიტოლოგმა ვიაჩესლავ ნიკონოვმა გააკეთა.
„დონეცკში შექმნილი სიტუაციის პოლიტიკური დარეგულირების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არის, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ რუსეთმა სამხედრო ძალით დახმარება აღმოუჩინოს ადგილობრივ მოსახლეობას, „სახალხო საბჭოს" თხოვნა დააკმაყოფილოს და იქ სამშვიდობო კონტიგენტი შეიყვანოს",_ განაცხადა ნიკონოვმა.
მისივე თქმით, თუ კიევის ხელისუფლება იქ ჯარს შეიყვანს ეს მდგომარეობასკიდვე ფრო დაძაბავს.
„თუ კიევის მთავრობა ჯარს ან სპეცდანაყოფებს შეიყვანს ეს კიდევ უფრო მეტ აფეთქებას და რუსეთის ჩარევის ალბათობას გაზრდის. ყოველ შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტისათვის ფედერაციის საბჭოს მიერ მიცემული უფლება სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ არავის გაუუქმებია",_ აცხადებს დეპუტატი და აღნიშმავს, რომ რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთი სამხედრო ძალას არ გამოიყენებს იქ თუ სისხლისღვრა არ გაჩაღდა.
დეპუტატი ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ მოსკოვმა უკვე დაასახელა პირობები, რომელთა მიხედვითაც უკრაინაში არსებული ხელისუფლების ფედერალიზაცია უნდა მოხდეს, რომელთა შორისაც მოწინავე ადგილებზეა საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარება უკრაინის ფედერალიზაციასთან დაკავშირებით და რუსული ენისათვის ოფიციალურის სტატუსის მინიჭება.
„მაგრამ უკრაინის ხელისუფლება ამას უარყოფს, თუმცა მე მიმაჩნია, რომ შესაძლებლობები პოლიტიკური დარეგულირებისათვის ჯერ კიდევ არსებობს",_ აცხადებს ნიკონოვი.