ხვალ, 8 აპრილს, 15.30 საათზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩეკი აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი აკვაპარკის საზეიმო გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან.
აკვაპარკი Gino Paradise Tbilisi თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზეა აშენებული, რისთვისაც 27 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ღონისძიების ფარგლებში Gino Paradise Tbilisi-სა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაც არის დაგეგმილი.
აკვაპარკის გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები