მომიტინგეებმა გამოაცხადეს, რომ კიევის ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ისინი იძულებულნი იქნებიან რუსეთს სამშვიდობო კონტიგენტის შემოყვანა სთხოვონ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„რეფერენდუმის ჩატარებას 11 მაისამდე აპირებენ, რომელზეც გამოტანილი იქნება ერთი კითხვა:მხარს უჭერთ თუ არა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის შექმნას?". მომიტინგეებმა ასევე გამოაცხადეს, რომ კიევის ხელისუფლების წინააღმდეგობის შემთხვევაში ისინი დახმარებას რუსეთს სთხოვენ. მომიტინგეებმა მიმართვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახელზე უკვე დაწერეს",_ წერს უკრაინული მედია.