რუსული ჯარი უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში დგას. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა არსენი იაცენიუკმა გააკეთა. მისივე თქმით, რუსეთს ჯარი უკრაინის საზღვრიდან არც არსად არ გაუყვანია.
ეს განცხადება იაცენიუკმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსეთმა ჯარი გაიყვანა სხვა არაფერია თუ არა სურვილი იმისა, რომ თითქოს მათ მართლა გაიყვანეს ჯარი. მაგრამ რუსული არმია ამჟამად უკრაინის საზღვრიდან 30 კმ-ის დაშორებით დგას",_ აცხადებს იაცენიუკი და აღნიშნავს, არავის არსად ჯარი არ გაუყვანია.
მასალის გამოყენების პირობები