რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ოთარ სირაძე დაკითხვაზე გამოცხადა. როგორც საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან სირაძემ განმარტა მისი დაკითხვა 2013 წელს მის საქმიანობას უკავშირდება, როცა ის ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.
,,დაკითხვაზე დაბარება ეხება 2013 წელს ჩემს საქმიანობას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში. მზად ვარ, ვუპასუხო გამოძიების მიერ დასმულ ნებისმიერ შეკითხვას, პრობლემა არ მაქვს, გამოვცხადდი. არ ვვარაუდობ, რომ რამე გართულება უნდა იყოს, რადგან მიმაჩნია, რომ სამეთვალყურეო საბჭოში ყველაფერი კანონის შესაბამისად ხორციელდებოდა და მე ჩემს უფლებამოსილებას კანონის ფარგლებში ვახორციელებდი", - განაცხადა სირაძემ.