უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული არმიის სერჟანტმა უკრაინელი მაიორი მოკლა, რომელიც ყირიმიდან გამოსამგზავრებლად ემზადებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პუნქტ ნოვოფიოდოროვკაში რუსული არმიის სერჟანტმა ზაიცევმა ე.ს.-მა ავტომატიდან მიბჯენით ორჯერ გასროლით უკრაინელი სამხედრო, მაიორი სტანისლავ ვლადიმერის ძე კარაჩევსკი მოკლა.
სამინისტრო ასევე იუწყება მეორე უკრაინელი სამხედროს ერმოლენკოს ცემის ფაქტს რუსი ოკუპანტების მხრიდან. მათივე ინფორმაციით, ერმოლენკო ამჟამად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საგამოძიებო განყოფილებაშია გადაყვანილი.
მასალის გამოყენების პირობები