სეპარატისტებმა დონეცკში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დონეცკის ოლქის შენობა ჩაიგდეს ხელში. პასუხისმგებლობა შენობის ხელში ჩაგდებაზე პრორუსულმა ორგანიზაციამ „დონბასის სახალხო აჯანყებამ" აიღო თავის თავზე.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, შენობაში ამჟამად საარქივო-დოკუმენტალური ბაზის შესწავლა-შემოწმება მიმდინარეობს. „დონბასის სახალხო აჯანყების" აქტივისტები შენობის პერიმეტრს ამაგრებენ, აკეთებენ საცეცხლე წერტილებს და „ემზადებიან კიევის ხუნტის მის შესაძლო კონტრიერიშის მოსაგერიებლად" - ნათქვამია „დონბასის სახალხო აჯანყების" წევრთა მიერ სოცისლურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ამ დროისათვის შენობის ირგვლივ აღმართულია ბარიკადები, რომლებიც ეკლიანი მავთულხლართით არის შემოღობილი.
მასალის გამოყენების პირობები