ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის" ოპერატიული მონაცემებით გუშინ საღამოს ყირიმში რუსმა სამხედრო მოსამსახურემ უკრაინელი ოფიცერი მოკლა, რომელიც უკრაინისადმი მიცემული თავისი ფიცის ერთგული დარჩა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი პუნქტ ნოვოფიოდოროვკაში მოხდა. რუსმა სერჟანტმა ზაიცევმა ე.ს. -მა საერთო საცხოვრებელში თავის ოთახში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, მაიორი კ. მოკლა, რომელიც ყირიმის დატოვებას აპირებდა.
ამავე დროს, სამხედრო პოლიტიკური ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი აცხადებს, რომ ასევე ამ ოთახში მოყოფი უკრაინელი კაპიტანი ერმოლენკო არტემ ვლადიმერის ძე სასტიკად სცემეს და რუსი სამხედროების კონტროლირებად ნაწილში წაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ასევე წაღებული მოკლული მაიორის ცხედარიც.
მასალის გამოყენების პირობები