მარტში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 723 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 96.9% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.1% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 1.079 დონეზე დაფიქსირდა.
მარტში ზრდა დაფიქსირდა როგორც წინა თვესთან (12.6%-ით), ისე წინა წლის იმავე თვესთან (8.7%-ით) შედარებით.
2014 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა სამეწარმეო სუბიექტების (13.7%-ით) რაოდენობა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა (13.5%-ით) შემცირდა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: მარტის თვეში რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 10.1%-ით გაიზარდა, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 22.1%-ით შემცირდა.
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 1.076 და 1.165 დონეებზე დაფიქსირდა.
მარტში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 961 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 62.7%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 573 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 33.3%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 96.0% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 146 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 26 კოოპერატივი, 10 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 4 სააქციო საზოგადოება, 2 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი და 1 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება.
მასალის გამოყენების პირობები