მარტში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 15.2%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 44 206 ერთეული შეადგინა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, მარტი 2010-2014 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესი ზრდით გამოირჩევა: 2010 წლის მარტთან (32 675 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 32.9%-ით, 2011 წლის მარტთან (43 412 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 16.7%-ით, 2012 წლის მარტთან (36 157 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 6.1%-ით და 2013 წლის მარტთან (38 359 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 15.2%-ით.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 14.1%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (10.8%-ით), ისე მეორადი (14.8%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2014 წლის მარტში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი
2010=100) დაფიქსირდა 1.051 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (0.912). აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა უძრავი ქონების პირველადი (2.5%-ით), ხოლო გაიზარდა მეორადი (19.7%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2014 წლის მარტის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 7 459, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 36 747 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.674 და 1.185 დონეებზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. მარტში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 83.1%-ს მეორადი, ხოლო 16.9%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2013 წლის მარტში კი - შესაბამისად 80.1% და 19.9%).