ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, ქართული ღვინის და ბორჯომის რუსულ ბაზარზე დაბრუნება სრული აბსურდია.
"რუსეთი-ბელორუსი-ყაზახეთის საბაჟოა კავშირის მეშვებით რუსულ ბაზარზე ენბარგო დადებული ქართული პროდუქციის დაბრუნება სრული აბსურდია და ვინც ამას ვარაუდობს ალბათ საქმეში არ არის ჩახედული. პრობლემა რუსულ საბაჟო ისედაც არ ყოფილა. პრობლემა არის სანიტარული სამსახურები, რომლებმაც აკრძალვა კონკრეტულ პროდუქციაზე - ქართულ ღვინოზე და მინერალურ წყალზე "ბორჯომზე" დააწესეს. ეს პროდუქცია საიდანაც არ უნდა წავიდეს, რუსეთის შიდა ბაზარზე მისი გაყიდვა შეუძლებელია. ერთადერთი გაყიდვის საშუალება გვექნება ბრენდირების შეცვლის შემთხვევაში, მაგალითად ღვინოს "წინანდალი" კი არ ერქმევა, არამედ "კახკაწური"", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას გია ხუხაშვილმა.
მისივე შეფასებით, არც ბელორუსი და არც ყაზახი ბიზნესმენები რუსეთის სანიტარული სამსახურის მიერ აკრძალულ ქართულ პროდუქციას რუსულ ბაზარზე არ შეიტანენ, რადგან შიდა ბაზარზე მისი გაყიდვა შეუძლებელი იქნება.
"ქართულ პროდუქციას სანამ რუსული მხარე სანიტარულ შეზღუდვას არ მოუხსნის ქართული ღვინის და მინერალური წყლის რუსულ ბაზარზე დაბრუნებაზე საუბარი სისულელეა", - აღნიშნა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელის 1 ივლისიდან რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის საბაჟო კავშირის მოქმედების ნორმები ძალაში შედის. აღნიშნული შეთანხმების შემდეგ მოსაზრება გაჩნდა, რომ ხელშეკრულება რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებას ხელს შეუწყობს, კერძოდ კი მოსკოვს შიდა ბაზარზე ქართული პროდუქციის შესვალის კონტროლს დაკარგავს.