მოსამართლე დაკავებული რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსის მძღოლის თამაზ მანსიაშვილის მიმართ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.
პროცესს რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსის სხვა მძღოლებიც ესწრებოდნენ. მათი განმარტებით, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობამდე აქციები გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების" ოფისთან თამაზ მამსირაშვილის გუშინ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. მძღოლები იმ ტენდერის გაუქმება, რომელიც რუსთავის სამარშუტო ტაქსებთან დაკავშირებით ჩატარდა. მათი თქმით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის ინტერესები იკვეთება, რასაც კალაძე კატეგორიულად უარყოფს.