რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ოთარ სირაძე დაკითხვაზე დაიბარეს.
სირაძე საგამოძიებო უწყებაში ხვალ, 7 აპრილს უნდა გამოცხადდეს.
ყოფილი გუბერნატორის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ინტერესი 2013 წელს მის საქმიანობას უკავშირდება, როცა ის ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო.
სირაძე ვარაუდობს, რომ მისი დაკითხვა პოლიტიკური ნიშნით ხდება.