იუსტიციისა მინისტრი თეა წულუკიანი მოწმე შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას ეხმიანება და აცხადებს, რომ პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სანდოობის მაღალი ხარისხით უნდა სარგებლობდეს.
"ყველა ის ნაბიჯი, ყველა ის პროცესი, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით წარიმართება, სანდოობის მაღალი ხარისხით უნდა სარგებლობდეს, როგორც საზოგადოების, ისე არასამთავრობო სექტორის და რაც მთავარია, ოჯახის თვალში. რაც შეეხება სიმართლეს, ის არის ერთადერთი და მე მჯერა, რომ ეს არის ის სიმართლე, რომელზეც საუბრობს საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.