ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საყოველთაო სახალხო ხმის მიცემის საშუალებით ეს არჩევნები ქვეყნის ისტორიაში პირველია.
ამის პარალელურად ქვეყანაში „თალიბანის" ბოევიკების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს, რომლებმაც არჩევნების ჩაშლა სცადეს.
ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ რვა კანდიდატი მონაწილეობს. ამჟამად ავღანეთის პრეზიდენტის თანამდებობას ჰამიდ ყარზაი იკავებს, რომელიც კონსტიტუციის თანახმად მესამე ვადით კენჭს ვერ იყრის.
მასალის გამოყენების პირობები