"პროკრედიტ ბანკი" ფილიალების განახლების პროცესს კვლავ განაგრძობს, რაც არსებული ფილიალების ახალ კონცეფციაზე გადაწყობასა და თანამედროვე სტანდარტებით გარემონტებას გულისხმობს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე მრავალი ფილიალი გარემონტდა, როგორც თბილისში ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
მარტის თვიდან განახლებული ფილიალების რიცხვს ქობულეთისა და ბათუმი ჭავჭავაძის სერვის პუნქტები შეუერთდა.
ორივე ფილიალი 2006 წელს გაიხსნა და ჭავჭავაძის სერვის პუნქტი 2000-ზე მეტ, ხოლო ქობულეთის სერვის პუნქტი 2500-მდე კლიენტს უწევს საბანკო მომსახურებას.
კლიენტთა მომსახურების გრაფიკი ორივე ფილიალისთვის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-დან - 17:30 საათამდე განისაზღვრა.