5 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში (მის: გუდიაშვილის ქ. 7), გაიმართება წიგნის კითხვის დღე, რომელიც მიეძღვნება შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანს".
ღონისძიებაზე "ვეფხისტყაოსნის" შესახებ ისაუბრებენ მოწვეული სტუმრები: მამა გურამ ოთხოზორია, საიტი rustveli.com იდეის ავტორები შავლეგ შავერდაშვილი და მანანა კარტოზია, "ვეფხისტყაოსანზე" გადაღებული ანიმაციური ფილმის რეჟისორი - ნოდარ ბეგიაშვილი და "რუსთაველის კლუბის" ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ ბარისაშვილი.
ასევე ტრადიციისამებრ გთავაზობთ საინტერესო კონკურსს, რომლის გამარჯვებულებსაც სამახსოვრო პრიზებს გადასცემენ "წიგნის მეგობრები" და ელექტრონული წიგნების სახლი "საბა".
დასწრება თავისუფალია!
შეგახსენებთ, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, შაბათი დღე, წიგნის კითხვის დღედ არის გამოცხადებული. ყოველ შაბათს, ინტელექტუალური კლუბი "წიგნის მეგობრები" საქართველოს სხვადასხვა ბიბლიოთეკასა და სამკითხველოებში მართავს წიგნის კითხვის ღონისძიებებს, სადაც ახალგაზრდები განიხილავენ ცნობილი ქართველი და უცხოელი მწერლებისა თუ პოეტების შემოქმედებას.
მასალის გამოყენების პირობები