საპარლამენტო უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის ძმა, ზაზა თარგამაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს, - ამის შესახებ გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
თარგამაძის თქმით, თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით მისი ოჯახის დისკრედიტაცია მიმდინარეობს, თუმცა, რა თემაზეა დაბარებული დაკითხვაზე მისი ძმა საგამოძიებო სამსახურში, მათთვის ჯერჯერობით უცნობია.
ზაზა თარგამაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს, 11:00 საათზეა დაბარებული.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, გივი თარგამაძის ძმის დაკითხვა ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის საქმეს უკავშირდება.
თუმცა უნდა აღინიოშნოს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სოციალური ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში გივი თარგამაძეს, გიორგი ღვინიაშვილს და კახა ბუცხრიკიძეს უახლოეს დღეებში ბრალს წარუდგენენ.