,,ნაცმოძრაობა" შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას საჯაროდ გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ,,ნაცმოძრაობის" წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ჩაშლილი სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი პროკურორის მოადგილემ ვერ უპასუხა იმ შეკითხვებს, რომელიც საპარლამენტო უმცირესობას გააჩნია.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საჯაროდ გამოაქვეყნებს ყველა იმ კითხვას, რომელსაც დღეს ვერ გასცა პასუხი მთავარი პროკურატურის მოადგილემ", _განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, სადაც მოწმე შალვა თათუხაშვილის საქმეზე მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს ირაკლი ჯოხაძეს უსმენდნენ, დაპირისპირების გამო ჩაიშალა.