2014 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,1 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის" ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების კლებამ 0,6 პროცენტი შეადგინა, რაც მარტის თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,18 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია ფასების კლება ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4,9 პროცენტი), რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-2,4 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (10,7 პროცენტი);
ფასების 0,8-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ჯანმრთელობის დაცვაზე. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა მარტის თვის ინფლაციაში 0,08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ფარმაცევტული ნაწარმის ქვეჯგუფზე (2,5 პროცენტი).