უკრაინელი ტურისტების ნაწილი, რომელიც ზაფხულში დასასვენებლად ყირიმში ჩადიოდა ამიერიდან საქართველოში ჩამოვა. უკრაინულ მედია უკვე წერს, რომ შიდა ტურისტები, რომლებიც ყირიმში ისვენებდნენ ამიერიდან თურქეთში, საქართველოსა და ბულგარეთში გადანაწილდებიან.
უკრაინული სააგენტოები წერენ, რომ მიმდინარე ტურისტული სეზონი სამხრეთ უკრაინაში შესაძლოა ჩავარდეს. როგორც ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ცარიუკი აცხადებს, ამის მიზეზი უკრაინის ხელისუფლების უმოქმედობაა.
„თუ კი ჩვენ
„ადამიანებმა არ იციან იქ თუ რა ვითარებაა. ბევრს მიაჩნია, რომ იქ ტანკები დგანან. არიან სამხედროები და სახიფათოა. შესაბამისად ის უკრაინელები, რომლებიც დასასვენებლად ყირიმში ჩადიოდნენ (და ასეთი კი 3 მლნ-ია), მიმდინარე წელს იქ აღარ ჩავლენ. ისინი დასვენებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ არჩევენ: თურქეთი, საქართველო, ბულგარეთი"-აცხადებს ექსპერტი.