ხვალ, 4 აპრილს, 17:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში სერგო კენჭაძის გამოფენა სახელწოდებით ,,ტრანსრეალიზმი" გაიხსნება.
ექსპოზიციაზე ავტორის მიერ სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, მათ შორისაა ფერწერული, გრაფიკული, პოპ-არტისა და დიზაინის ელემენტებით შესრულებული კომპოზიციები.
გამოფენა წარმოაჩენს ქართველი მხატვრების 60-იანელთა თაობის გამორჩეული წარმომადგენლის, აზროვნებას და დახვეწილ ხედვას. გამოფენის სახელწოდება - ტრანსრეალიზმი, დღევანდელ სინამდვილესაც უკავშირდება და ამავე დროს, მარადიულ, ზოგადსაკაცობრიო იდეალებს ასახავს.
სერგო კენჭაძემ 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. ჰქონდა გამოფენები თბილისში, მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში, რიგაში, იურმალაში, ტალინში. მონაწილეობდა ამიერკავკასიის მხატვართა ბიენალეში, საქართველოს სახვითი ხელოვნების რეტროსპექტივაში. 1986-2013 წლებში ჰქონდა პერსონალური გამოფენები თბილისის კავკასიის სახლში და თბილისის სურათების ეროვნულ გალერეაში. სერგო კენჭაძე მუზეუმის ექსპოზიციონერი იყო, 1979-დან 2014 წლამდე, მისი მონაწილეობით 15 -მდე ექსპოზიცია შეიქმნა სხვადასხვა მუზეუმებში.
გამოფენა გაგრძელდება 25 აპრილამდე.