საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, ა.წ. იანვარ-მარტში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ქვეყანაში სარეგისტრაციო ტრან¬ზაქ¬ციების რაოდენობა 17.0%-ით გაი¬ზარდა და 118 910 ერთეული შეადგინა (20 603 პირველადი და 98 307 მეორადი ტრანზაქცია). 2014 წლის პირველ კვარ¬ტალში ტრან¬ზაქციების მთლიან რაო¬დე¬ნო¬ბაში 17.3%-ს პირველადი, ხოლო 82.7%-ს მეო¬რადი ტრანზაქციები შეადგენდნენ. დაახლო¬ებით მსგავსი ტენდენცია დაფიქ¬სირდა წინა წლის პირ¬ველ კვარტალშიც: 18.7% - პირველადი ტრან¬ზაქ¬ციები და 81.3% - მეორადი ტრან¬ზაქცი¬ები.
აშკარაა, რომ პირველადი ტრანზაქციების რაოდენობა 2014 წლის იანვარ-მარტში წინა წლის იმავე პერი¬ოდთან შედარებით 8.5%-ით გაი¬ზარდა, თუმცა ამ ტრანზაქციების ხვედრითი წილი ტრან¬ზაქციების მთლიან რაოდე¬ნობაში 1.4%-ით შემცირდა. ამავე დროს, მეორადი ტრანზაქციების რა¬ოდენობა ა.წ. პირ¬ველ კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 19.0%-ით გაი¬ზარ¬და.